ელენე ხოშტარია - თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და მიგაჩნია, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტა ამ ქვეყანაში იპოვო, თუ მათთან განსაკუთრებული კავშირი არ გაქვს

თუ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავ და მიგაჩნია, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტა ამ ქვეყანაში იპოვო, თუ მათთან განსაკუთრებული კავშირი არ გაქვს, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ელენე ხოშტარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობს.

მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა ჩვენი ხელისუფლების შეგნებული არჩევანია.

„მინდა გუშინ On.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზაცია „ფორსეტის“ საგამოძიებო მასალას ეყრდნობა, რომელშიც ჩვენი მთავრობის რუსეთთან ძალიან სახიფათო თანამშრომლობის შესახებ არის ნათქვამი. სავარაუდოდ, რუსეთს წვდომა აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. მასალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიცაა მოყვანილი. მასალით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისას, მათ შორის საზღვარზე, რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომელიც მათ საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რუსებს შეუძლიათ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ. ამაში შედის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ფოტო, თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი და სახის მახასიათებლები. ამ ტექნიკური გადაწყვეტის შედეგად, კრემლთან დაახლოებულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციას შეუძლია, რომ უწყვეტი რეჟიმით ჰქონდეს ეს ინფორმაცია. ასევე, მათ შეუძლიათ იცოდნენ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესახებ და deep fake-ის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, რაც ბევრ პროპაგანდისტულ სპეცოპერაციაში გამოიყენება. ამ თანამშრომლობით ჩვენი უსაფრთხოება, პრაქტიკულად, რუსეთის ხელშია.

შენ თუ ზრუნავ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მიგაჩნია, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტა რუსეთში იპოვო, თუ მათთან განსაკუთრებული კავშირი არ გაქვს. ეს ამ ხელისუფლების შეგნებული არჩევანია. რაც მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა