საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა ოდესაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქეთრინ კოლონა ოდესაში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქეთრინ კოლონა ოდესაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოდესაში! იმის აღსანიშნავად, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს დღეს ისე, როგორც მხარს უჭერდა გუშინ“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერზე“.

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე საათს უნდა გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, დღეს, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ოდესაზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.