მაია ბითაძე - ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება - მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ოპოზიციის პოზიტიური მონაწილეობა აუცილებელია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში ოპოზიციის პოზიტიური მონაწილეობა აუცილებელია.

როგორც ბითაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ვალდებულების შესრულების პარალელურად უფრო გააქტიურდება პროცესი, რომელიც საქართველოს უფრო ევროკავშირთან დააახლოებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში მიენიჭება და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პროცესში აუცილებელია ოპოზიციის პოზიტიური მონაწილეობა. აღნიშნა, რომ აუცილებელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ყველა იმ ვალდებულების შესრულებაში ორივე მხარის მონაწილეობა. ვისურვებდი, რომ ჩვენი ოპოზიცია უფრო აქტიურად იყოს ჩართული კანონმდებლობის ფორმირების პროცესში, რადგან ისეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ახალ კარებს ხსნის”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო