ელენე ხოშტარია - მაშინ, როცა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა

მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან „დროას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოლიტიკა აქვს.

„ჩვენს ხელისუფლებას ყველა ეპიზოდში, იქნება ეს გენერატორების გაგზავნა, ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი დევნილები თუ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მკაფიოდ ანტიდასავლური და ანტიქართული პოზიცია აქვს. ისინი უკრაინის მთავრობას უპირისპირდებიან. ეს მათი ღია პოლიტიკაა, შესაბამისად, ძალიან სიმბოლურია, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს