პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა

პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა.

მათივე ინფორმაციით, 100 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი - რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და „ქართული ოცნების“ დეპუტატია ხატია წილოსანი.

პარტიის ცნობით, რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები“ ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული და რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია.

ასამბლეა ერთსულოვნად მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.

„საქართველოს დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პოლარიზაციის და დაპირისპირების ფონზე, რაც ქვეყანაშია ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის, ქვეყნის გარეთ, უკრაინასთან მიმართებაში პოზიციები, როგორც წესი, თანხვედრაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი აქაც, სტრასბურგშიც არის და რეიკიავიკშიც მთავარი და წამყვანი საკითხი იქნება, მაგრამ სადაც არის უკრაინაზე საუბარი, უნდა იყოს საუბარი საქართველოზეც. არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესია დავიწყებას მიეცეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა.

ევროპის საბჭოს ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს. ქართული დელეგაცია ზამთრის სესიაში აქტიურ მონაწილეობა იღებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო