ირაკლი კობახიძე - უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას

ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „მეორე ფრონტთან დაკავშირებით არ წყდება მოწოდებები“.

„მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებებს ხან პირდაპირი, ხან ირიბი ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნიშნავს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მოწოდებებს პრაქტიკულად ღია ფორმით აკეთებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის სერიოზული პრობლემა. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო