ირაკლი კობახიძე ადამ კინზინგერზე - ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც არ გამოუვა

ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად, აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას.

მისი თქმით, კინზინგერი ხშირად გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომლებიც სიცრუეზე იყო დაფუძნებული.

„კინზინგერი ვიდრე იყო კონგრესმენი და ვიდრე გარიცხავდნენ საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან დაქვემდებარებული ჯგუფის ხელმძღვანელი. ის წესით კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის, იმას თუ რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა. არ ვიცი საზოგადოებამ განსაჯოს რა დგას ამ ყველაფრის უკან.

კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის, გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში