სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობისას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეები ინდივიდუალურად დაჯარიმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის ანგარიშების მოსმენის საფუძველზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ოპერატორებს 14 თებერვლამდე 6-12 თებერვლის სიმულაციური ვაჭრობის მონაცემების სემეკში წარდგენა დაევალათ, გარდა ამისა, 7 თებერვლამდე განესაზღვრა ვადა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მასთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების კომისიისთვის მისაწოდებლად.

„ელექტროენერგეტიკული კომპანიებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება. კერძოდ, ბაზრის მონაწილემ სავაჭრო/სატენდერო განაცხადები უნდა განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად, ამასთანავე დაგეგმვა უნდა განახორციელოს სიმულაციაში ნავაჭრი და დადასტურებული ნომინაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს