ნიკოლოზ სამხარაძემ და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ელჩის მოადგილე გაბორ მიკეცი.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის სამუშაო დღის წესრიგზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

უნგრეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ასევე, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ სამხარაძემ დიპლომატს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2023 წლის გეგმები და პრიორიტეტები ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელების მიზნით დაგეგმილი აქტივობებიც გააცნო.

მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და უკრაინაში არსებულ რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობის განმტკიცების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო