ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს  ულოცავს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ულოცავს. აღნიშნულთან

დაკავშირებით ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

„ფასდაუდებელია ელდარ შენგელაიას წვლილი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების საქართველოს სახელმწიფო დროშის და საქართველოს სახელმწიფო გერბის დადგენის საქმეში.

ელდარ შენგელაია 90-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული საფუძვლების შესწავლას. მისი მეცადინეობით მსოფლიოს არქივებსა და წიგნსაცავებში მიკვლეული და შესწავლილი იქნა არაერთი წყარო, ევროპული საზღვაო რუკა, რომელშიც დაცული აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე გამოსახული დროშები. მოძიებული მასალების საფუძველზე ელდარ შენგელაიას ხელმძღვანელობით უკვე 1999 წელს მოხდა საკანონმდებლო ინიციატივების, საქართველოს პარლამენტის დადგენილების მომზადება საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე.

გადამწყვეტი იყო ასევე ელდარ შენგელაიას წვლილი საქართველოს სახელმწიფო გერბის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაში და გამარჯვებული ნამუშევრისთვის საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საქმეში.

2008 წელს ელდარ შენგელაიას მეცადინეობით საქართველოს პარლამენტთან დაფუძნდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო, რომელმაც გააგრძელა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შექმნასა და სრულყოფაზე, მუნიციპალური სიმბოლოების შექმნის და დადგენის, სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების (საპატრულო პოლიციის ფორმის, განმასხვავებელი ნიშნების, დროშათა ერთობლიობების სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების...) შექმნისა და დადგენის საკითხებზე.

ელდარ შენგელაია საბჭოს ხელმძღვანელობდა 2008-2021 წლებში, შეუფასებელია საბჭოსთვის მისი, როგორც დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის წვლილი. კიდევ ერთხელ, ვულოცავთ, ბატონ ელდარს დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და ვუსურვებთ მას მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო