ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს - ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხზე ემთხვევა

ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ დეპოლარიზაციის საკითხებზეც - ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხზე ემთხვევა, მათ შორის იმ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას შეეხება , - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ელჩის მხრიდან აღინიშნა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობის მნიშვნელობა.

“ელჩთან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ კომიტეტის საქმიანობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. მეორე პუნქტი ეხებოდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას, რაზეც ჩვენი კომიტეტი მუშაობდა. კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდეთ იმის თაობაზე, რა გაზრდილი უფლებები მიენიჭა პარლამენტს მათ შორის მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით. აღინიშნა ისიც, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ფაქტობრივად ყველა ფრაქციამ და პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი, რადგან ეს ცვლილებები იყო მთავრობაზე, დაბალანსებული და ნამდვილად ემსახურებოდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოტანას ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებაში.

ელჩის მხრიდანაც აღნიშნული იქნა ამ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობის მნიშვნელობა. აგრეთვე ვისაუბრეთ დეპოლარიზაციის საკითხებზეც. გამოითქვა ჩვენი და მათი მოსაზრებები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოსაზრებები ბევრ საკითხზე ემთხვევა, მათ შორის იმ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას შეეხება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო