თბილისის მერია - ნოდარ დუმბაძის გამზირზე ამავე მწერლის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე ამავე მწერლის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სკვერში, დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, დაიგო ბალახი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, განახლდა მოსასვენებელი პავილიონები. სკვერში განთავსდა მწერლის ცნობილი ფრაზების ამსახველი ინსტალაციები. გაწეული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 516 946 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზურაბ ქაშიაშვილთან, ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებთან და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო