ნიკა მელია - ხალხს უნდა, არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია, პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს - არჩევნები შესაძლოა დასრულდეს ორი შედეგით: პარტია გაძლიერდება ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შიდა პარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მელია წერს, „ხალხს სურს, რომ პროცესები ლიდერებს მიჰყავდეთ და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს”.

„რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რამ განაპირობა საზოგადოების ასეთი მძაფრი ინტერესი და აქტიურობა? ამომრჩევლებმა, მხარდამჭერებმა ცხადად დაინახეს საფრთხე, რომ თუ არ იაქტიურებენ ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც იმართება ეს ქვეყანა - არაფორმალურ მმართველის მიერ.

ხალხს უნდა, რომ არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია! ხალხს უნდა რომ პარტიაზე გავლენა ჰქონდეს ხალხს და არა ფულს. ხალხს უნდა რომ პარტია იმართებოდეს მათი რჩეულის მიერ და არა მათ მიერ, ვინც კულისებშია. ხალხს უნდა, რომ პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს. ფარული კენჭისყრა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება.

ეს არჩევნები ღირებულებითი არჩევნებია. ეს არჩევნები შეიძლება დასრულდეს ორი შედეგით. ან პარტია არათუ გადარჩება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება - გაიზრდება, როგორც მხარდამჭერთა რაოდენობა, ისე ნდობა მის მიმართ, ან საბოლოოდ დაკარგავს ამ შანსს და გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.

კენჭისყრა იქნება ფარული. ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა და იმედია, დამარცხებული აღიარებს არჩევნების შედეგებს და მიულოცავს გამარჯვებულს. აუცილებლად გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით!“, - წერს მელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო