“მედიახმამ“ კვლევა “მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში” წარადგინა

“მედიახმამ“ კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით “მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში” მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კვლევა გამოკვეთს თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზება და კრიზისები მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე; რა ზეგავლენას ახდენს გლობალური და ლოკალური კრიზისები (მათ შორის, რუსეთის ომი უკრაინაში) მედიაგარემოზე; კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თუ რამდენად დაცულია ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რა კეთდება დაუსჯელობის დასასრულებლად.

„მნიშვნელოვანია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში. ამ პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის მხრიდან. კვლევა მოიცავს სოლიდარობის ჟურნალისტიკის, როგორც მხარდამჭერი მექანიზმის, შეფასებას.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად, ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევების შეფასება. ამ კუთხით, რუსული პროპაგანდის პირობებში, გაანალიზებულია დეზინფორმაციის გავლენისა და მისი შემცირების შესაძლო მექანიზმები. გამოკვეთილია ხელოვნური პოლარიზაციის, როგორც პროპაგანდის ხელშემწყობი მექანიზმის, პირდაპირი კავშირი რუსულ ჰიბრიდულ ომთან, რომელიც ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, სანდოობას მიზანმიმართულად აქრობს. მედიაგარემოზე დაკვირვება, წინა წლის კვლევის მსგავსად, მოხდა კვლევაში ჩართულ მონაწილეთა (16 მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი) შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ავტორები არიან: პროფესორი მარიამ გერსამია, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

კვლევა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით მომზადდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა