კახა კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს - ყოველთვის ეს მიდგომა გვექნება

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კიზინგერის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს და ყოველთვის ეს მიდგომა იქნება.

"ძალიან ბევრი განცხადების ამოღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად საუბრობენ არსებულ რეალობაზე და იმ უბედურებაზე, რაც ხდება სამწუხაროდ უკრაინაში. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოზიციას, არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს და რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ეს მიდგომა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართული ოცნება“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო