კახა კალაძე - ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მოხსნილი, ამაში ცუდი რა არის?

ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მოხსნილი, ამაში ცუდი რა არის?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მიუხედავად უკრაინელები თავს კომფორტულად გრძნობენ და არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ.

“ამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში და ძალიან მარტივია, დავუსვათ კითხვა უკრაინის მოქალაქეებს, გრძნობენ თუ არა ისინი უსაფრთხოდ თავს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, რამდენად მოსწონთ მათ საქართველოში ცხოვრება. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს, ისინი ძალიან კომფორტულად არიან, იციან, რომ ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, ვიცით მეგობრობა, ხელის გაწვდენა გაჭირვების დროს, დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო