პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეხვედრაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის და 2030 წლის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

„შეხვედრაზე გამართული დისკუსიის პროცესში გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გაითვალისწინებენ.

სამუშაო შეხვედრა საგურამოში, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო