„ლელო“ - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულმა განაჩენმა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაადასტურა, რომ პარტია “ლელო-საქართველოსთვის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა გრძელდება, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში, რითაც ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

როგორც ”ლელოში” აცხადებენ, სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ, როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - სტრასბურგში.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 26 იანვარს გამოცხადებულმა განაჩენმა, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაადასტურა, რომ პარტია “ლელო-საქართველოსთვის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გრძელდება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა.

ამ საქმის სამართლებრივი მხარე აბსურდულია...

როგორც ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითად აფასებს „ლელოს "ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დევნას.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - სტრასბურგში.

სასამართლო სისტემის რეფორმა, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. შესაბამისად, მიკერძოებული და პოლიტიკურად მართული სასამართლო გამოწვევას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ მომავალს.

„ლელო" გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო