აშშ-მა “ვაგნერი” ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა

აშშ-მა “ვაგნერის” დაჯგუფება ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანია ტრანსნაციონალურ კრიმინალურ დაჯგუფებად აღიარა და სანქციები შემოიღო მასთან დაკავშირებული კერძო და იურიდიული პირების წინააღმდეგ.

დასანქცირება გულისხმობს დაჯგუფების ნებისმიერი ამერიკული აქტივების გაყინვას და აშშ-ის ფიზიკური პირების მიერ “ვაგნერისთვის” სახსრების, საქონლისა და მომსახურების მიწოდების აკრძალვას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა იმას, რომ “ვაგნერელები” კავშირში არიან კრიმინალურ საქმიანობასთან, კერძოდ სიკვდილით დასჯებთან, გაუპატიურებებთან, ბავშვების გატაცებასთან და ფიზიკურ ძალადობასთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

მთლიანობაში სანქციები 6 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს ეხება, რომლებიც დაკავშირებულები არიან “ვაგნერის” დაჯგუფებასთან ან ხელს უწყობდნენ მის საქმიანობას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო