ვიქტორ იუშჩენკო - დამწუხრებული ვარ ქართველი ერისა და მიშას გამო - მესმის, რომ ეს ეპიზოდია, ამას გადავიტანთ და იქნება ისეთი საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ

დამწუხრებული ვარ ქართველი ერისა და მიშას [მიხეილ სააკაშვილის] გამო, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც საქართველოა და ფიქრობს, რომ საქართველოში იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ტაშს დაუკრავენ.

“დღეს ისე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აღმოსავლეთში ისეთი მეგობარი გვყავდეს, როგორც საქართველო - არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნები, არა მხოლოდ პოლონელები, ან ჩეხები, ან ბრიტანელები. რადგან ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ხმა ვართ… ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც. მესმის, რომ ეს ეპიზოდია, მესმის, რომ ამას გადავიტანთ და იქნება ისეთი საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ და ხელისუფლებაც იქ ისეთი იქნება, რომ ჩვენ ტაშს დავუკრავთ, მაგრამ დღეისთვის სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ… მე არ შემიძლია ბევრ ასეთ თუნდაც ადამიანურ მომენტზე კომენტარის გაკეთება. მე არ მესმის”, - თქვა იუშჩენკომ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელს იმჟამინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იარაღის გადაცემის თხოვნას გამოეხმაურა და საქართველოს გადასცა “ყველა შეიარაღება, რისი გადაცემაც შესაძლებელი იყო მოთხოვნილიდან”.

“არა და კარგად გვესმოდა რა რეაქცია ექნებოდა პუტინს, რუსეთს… თუმცა ყველაზე დიდი ღირებულების… იმ ისტორიული ურთიერთობების ღალატი არ შეიძლება, რომლებიც უკრაინელებსა და ქართველებს შორის არსებობს, ისინი მხოლოდ უნდა ძლიერდებოდეს”, - თქვა იუშჩენკომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო