რატი ბრეგაძე - ჩვენთვის წამება არის წითელი ხაზი -  არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა დააბრალოს

სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ტყუილია და ამორალურ საქციელს წარმოადგენს.

„სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და როდესაც სახელმწიფოს გაბრალებენ, ეს არის წითელი ხაზი, რომ ვინმე აწამე. თან ვინ გვაბრალებს? – გვაბრალებს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, და ამ საკითხზე არის არა ერთი, ათეულობით განაჩენი დამდგარი და ამის გამო ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან, ვინც აწამებდა. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა", - განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე