პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან რაკეტები ისროლეს, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა

პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, რომელიც სარაკეტო თავდაცვამ მოიგერია. ამის შემდეგ კი, ისრაელმა ღაზაში საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს მსხვერპლი.

ვაშინგტონმა შეშფოთება გამოხატა ისრაელ-პალესტინის ძალადობის ესკალაციის გამო მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ხუთშაბათს, დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებული რეიდის დროს ცხრა პალესტინელი - 7 შეიარაღებული და ორი სამოქალაქო პირი მოკლეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არსებობს უსაფრთხოების ვითარების გაუარესების საფრთხე. ის, სიტუაციის განხილვის მიზნით, კვირას ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ეგვიპტეს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ესტუმრება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა