თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თიბისი IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. ამასთან, განმარტავენ, რომ 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა.

„აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუფი გადამზადდა, რომლებმაც 8 მიმართულება შეისწავლეს, ესენია : Frontend (Angular),Test Automation ,Full stack Java ,Devops ,IOS (Swift), Outsystems , Android (Kotlin), Backend .Net.

ნიჭიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში თიბისი IT აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის - ამ დრომდე, აკადემიას 600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათი 95%-ი წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში, სადაც საშუალო ჯამური წლიური შემოსავალი 18 000 000 ლარია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც თიბისი IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია აღნიშნავს, „თიბისის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება.

„ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც,” - აღნიშნავს თიბისი IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თიბისი IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა.

„აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემია თიბისის კულტურასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებს - ლექტორები და მენტორები, რომლებიც სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც წესი, თიბისის გუნდის წევრები და კომპანიის კულტურის თანაზიარნი არიან. მეტიც, სწავლების პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც თიბისის სხვადასხვა გუნდში. თიბისი IT აკადემიაში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, ვებინარებს, მასტერ-კლასებსა და ღია კარის დღეებს.

თიბისი IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი 2023 წლის კურსებზე გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

თიბისი აკადემიასა და IT კურსების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.tbcacademy.ge/it-academy“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024