„საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ 134.9 მილიონი ლარი შეადგინა

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2021 წელს 134.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საპარტნიორო ფონდის“ 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია.

„ფონდის შემოსავლები 13%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ვალდებულებები 247.9 მილიონი ლარით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იან კლებას შეადგენს. ამასთანავე, 448.4 მილიონი ლარით არის შემცირებული წმინდა ფინანსური ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, 1.2 მილიონი ლარი შეადგინა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა