რატი იონათამიშვილი - ვისურვებდი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთდროულად ოთხი თავმჯდომარე იყოს - როგორც პარტია არ არსებობს და  მხოლოდ კლანური დაჯგუფებებია დარჩენილი

ვისურვებდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთდროულად ოთხი თავმჯდომარე იყოს არჩეული. ეს უფრო საინტერესო იქნება და გული მწყდება, თუ პარტიის თავმჯდომარედ ერთი პირი დარჩება, საერთოდ, თავმჯდომარე და ეს პარტია თუ დარჩა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” როგორც პარტია, აღარ არსებობს და არჩევნების შემდეგ პარტიისგან დარჩენილი კლანური დაჯგუფებებიც აღარ იარსებებს.

„ძალიან დამენანება, რომ ამ ოთხი ადამიანიდან რომელიმე საბოლოოდ არ გახდეს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პარტია არ არსებობს და ამ პარტიისგან დარჩენილია მხოლოდ კლანური დაჯგუფებები. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ ეს კლანებიც აღარ დარჩებიან პოლიტიკურ ველზე”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო