გიული ალასანია - სამხარაულის ბიუროს დასკვნა არადამაჯერებელია - მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის, „ძალიან არადამაჯერებელია“.

როგორც გიული ალასანიამ „ვივამედში“, ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ეტლით გადაადგილდება და მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან დღემდე, ძალიან შეიცვალა.

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, ის ენდობა პროფესიონალებს, რომლებმაც „ემპათიას“ მიერ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს.

„ამ დასკვნას ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მოაწერა ხელი და იმ ექიმებს მე ძალიან ვენდობი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს