რატი იონათამიშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული გატარებული რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძვლად იქცეს

ევროპის საბჭოს რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული გატარებული რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლად იქცეს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის - რაც შეეხება პოლარიზაციას „ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციას დაასრულებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს რეზოლუციის თაობაზე განუცხადა.

რაც შეეხება რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც მედია გარემოზეა საუბარი, იონათამიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მუშაობა პროაქტიულია და ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომსწრე გავხდით. მიღებული რეზოლუცია საინტერესოა - მასში დადებითად არის შეფასებული გატარებული რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლად იქცეს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლარიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები ჩატარდება და ეს არჩევნები ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციას დაასრულებს. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას - საქართველოში მედიის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. მედიაგარემო არჩევნების შემდეგ შეფასდა და იდენტურ პასაჟებზე იყო საუბარი. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, მედიაში პოლიტიკური დღის წესრიგი საკმაოდ მაღალია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ როცა პოლარიზაცია შემცირდება, მედია სუბიექტური პოლიტიკისგან დაიცლება”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიმართონ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებსა და შეშფოთებას. ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი