გიორგი სააკაშვილი - კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: სირცხვილია, მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ ადამიანს ვკლავთ ციხეში - მიშა უკვე 68 კილოგრამს იწონის და ეტლში ზის, შეგნებულად კლავენ, ამას ვერასდროს შევეგუებით

გუშინ მოვისმინეთ ბატონ რატი ბრეგაძის განცხადება, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება და ისევ იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომ ეს არის სიმულაცია, რათა როგორმე დაძვრეს მიშა სააკაშვილი პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: კმარა ასეთი მიდგომა ადამიანების მიმართ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი სააკაშვილი გამოეხმაურა ბრეგაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამხარაულის ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე დაიკითხნენ ამერიკელი ექსპერტები და ძირფესვიანად ახსნილი იყო მიშას მდგომარეობა. მოსამართლემ არსებულ პირობებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მინიმუმ სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს. სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული განცხადებით აჩვენებენ, რომ მიშა სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს. ვსვამ კითხვას, ადამიანი უკვე 68 კილოგრამს იწონის. ჩვენ ვხედავთ მისი მდგომარეობა დღითიდღე როგორ უარესდება და რას ვიღებთ სახელმწიფოსგან? ის ყოველთვის უნდა იყოს გარანტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად კლავენ, ამას ვერასდროს შევეგუებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მივაღწევთ. თუ ამას აქ ვერ მივაღწევთ, ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ სტრასბურგში.

მიშა ბოლოს ახალ წლამდე მოვინახულე, მას შემდეგ მისი მონახულების საშუალება აღარ მეძლევა, თუმცა მაშინაც მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და ძლივს გადაადგილდებოდა დამხმარე საშუალებებით. დღეს ის ეტლში ზის, რაც ჩვენთვის კატასტროფის ტოლფასია. გუშინ მოვისმინეთ ბატონ რატი ბრეგაძის განცხადება, რომ „ემპათიას“ ალტერნატიული ჯგუფი შეიქნა, სამხარაულის ბიუროში ჩაატარეს გამოკვლევები, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება და ისევ იმ რიტორიკას აგრძელებენ, რომ ეს არის სიმულაცია, რათა როგორმე დაძვრეს მიშა სააკაშვილი პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: კმარა ასეთი მიდგომა ადამიანების მიმართ. მართლა სირცხვილია, მთელი მსოფლიო გვიყურებს და რას ვაკეთებთ? ადამიანს ვკლავთ ციხეში“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო