სტეფანო სანინო - ვლადიმერ პუტინი „სპეციალური ოპერაციის“ კონცეფციიდან ნატო-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ომის კონცეფციაზე გადავიდა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი, სტეფანო სანინო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „სპეციალური ოპერაციის“ კონცეფციიდან ნატო-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ომის კონცეფციაზე გადავიდა.

მისივე თქმით, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების მიზანია დაეხმაროს უკრაინელებს ომში საკუთარი თავის დაცვაში და არა იმაში, რომ მათ თავდასხმები განახორციელონ.

„ვფიქრობ, რომ უკანასკნელი განვითარება შეიარაღების მიწოდების კუთხით არის მხოლოდ სიტუაციის ევოლუცია და ასევე იმის, თუ როგორ დაიწყო რუსეთმა ომის სხვა ეტაპზე გადატანა,” - აღნიშნა სანინომ და დასძინა, რომ რუსეთი ახორციელებს „განურჩეველ თავდასხმებს“ მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქებზე და არა სამხედრო ობიექტებზე.

მისი თქმით, ევროკავშირს ომი არ გადაჰყავს სხვა ეტაპზე, არამედ „უბრალოდ იძლევა სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას და აძლევს უკრაინელებს უფლებას დაიცვან თავი ამ ბარბაროსული თავდასხმებისგან”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო