პაატა მანჯგალაძე - არ მინდა, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის - „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ და მარტო 5 ნომერი მაინტერესებსო

ვისურვებდი, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვოს კანდიდატმა, რომელიც ვიწროპარტიულ ჩარჩოებს გასცდება და იტყვის, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მთავარი ამოცანა ერთიანი ოპოზიციური ფრონტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ პარტიულ ინტერესებზე მაღლა არ დადგებიან, ყველაზე მთავარს - საქართველოს და მის თავისუფლებას დავკარგავთ.

„ღირსეულებს შორის ღირსეული გაიმარჯვებს. თუ მკითხავთ, რომელი კანდიდატის გამარჯვებას ვისურვებდი, მინდა, გაიმარჯვოს კანდიდატმა, რომელიც ვიწროპარტიულ ჩარჩოებს გასცდება და იტყვის, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მთავარი ამოცანა ერთიანი ოპოზიციური ფრონტია. თუ პარტიულ ინტერესებზე მაღლა არ დავდგებით, დავკარგავთ ყველაზე მთავარს - საქართველოს და მის თავისუფლებას. ეს პათეტიკა არაა. ნამდვილად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს უპირებს რუსეთ-ბელარუსის კავშირში შეიყვანოს. ნამდვილად არ მინდა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის - „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ და მარტო 5 ნომერი მაინტერესებს, მეტი არაფერიო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის