მიხეილ დაუშვილი - „ნაცმოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ოლიგარქია, ვინ არაფორმალური მმართველი, ვინ ვის აგინებს და ვინ ვის რა კომპრომატს უმზადებს - ამით “ოცნება” ძლიერდება

არსებითი ის კი არაა, „ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება თუ არა, მთავარია, რომ თავიანთი მოქმედებებით „ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ქმედებებით „ქართულ ოცნებას” აძლიერებს.

„ჩემთვის მთავარია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ მიუხედავად იმისა, დაიშლება თუ არა, იმით, რასაც ბოლო თვეებია აკეთებენ და როგორც არჩევნების შემდეგ განვითარდება მოვლენები, ხელს შეუწყობენ “ოცნების” გაძლიერებას. შიგნით ვერ გაურკვევიათ, ვინ ოლიგარქია, ვინ არაფორმალური მმართველი, ვინ ვის აგინებს და ვინ ვის რა კომპრომატს უმზადებს - ამით ვინ ძლიერდება? - ამით ერთადერთი “ოცნება” ძლიერდება”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი მუმლაძე საკრებულოებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” გაერთიანებაზე საუბრობს.

მიხეილ დაუშვილის თქმით, ეს “სასაცილოა” და მუმლაძის მიზანი ხმების მოგროვებაა.

“ისინი ერთმანეთთან არ არიან გაერთიანებულები და ჩვენ ვისთან გავერთიანდებით? გიორგი მუმლაძეს გადასარევად აუთვისებია “ოცნების” პროპაგანდა. როგორც ჩანს, ამით ცდილობს რაღაც ხმები მოაგროვოს. ჩვენ რომ ვინმესთან კოალიციის შექმნა გვდომებოდა, ამას გავაკეთებდით. “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე დაუშვებელი იყო, რომ საკრებულოებში საქმიანობა გაჭედილიყო. ამიტომ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატები თავმჯდომარეებად. მუმლაძეს ჰკითხეთ, სისულელეებს რატომ საუბრობს - მე არ ვიცი”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო