ვახტანგ კაპანაძე - მივედით იქამდე, რომ უკრაინას უკვე სჭირდება დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება - მალე დაიწყება საუბარი საჰაერო საშუალებებზე, ავიაგამადგურებლებზე, რომლებიც, ალბათ, გამოჩნდება უკრაინის ცაზე

საქართველოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი ვახტანგ კაპანაძე უკრაინას ურჩევს, რუსებს მეორე თაობის ომში არ აჰყვეს ანუ პოზიციურ თავდაცვაზე ბევრი ძალა არ დახარჯოს. ამის შესახებ ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ტანკები, რომლებიც უკრაინამ დახმარების სახით მიიღო, ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებებზე არ უნდა გაფანტოს და „ორ დარტყმით დაჯგუფებაში“ უნდა გააერთიანოს.

„ჩემი აზრით, უკრაინაში უნდა შეიქმნას ორი დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც შეძლებს კონტრდარტყმის განხორციელებას მას შემდეგ, რაც მის მიერ ახლა მიღებული ტექნიკა ინტეგრირებული იქნება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ანუ დარტყმით დაჯგუფებებში იქნება ინტეგრირებული. მე ძალიან არ მინდა, რომ უკრაინელებმა ეს ძალიან კარგი დახმარება დაქსაქსონ და გაფანტონ ბახმუტის, სოლედარის და ასეთ მიმართულებებზე ანუ სამხედრო თვალსაზრისით არაფრის მომცემ რაიონებზე, სადაც შეიძლება უმაგისოდაც შეძლონ ამოცანის შესრულება.

ძალიან ძნელია ადამიანი სანგრიდან ამოიყვანო და კონტრტშეტევაზე წაიყვანო, რომელიც გადაღლილია, ამიტომ კონტრშეტევას ახორციელებს დასვენებული, მეორე ეშელონი ან რეზერვი, ის ხალხი, რომელიც არის დასვენებული, რომელიც ბრძოლით არ არის გადაღლილი, ე.წ. „ახალი სისხლი“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, ცოტა ხანში უკრაინის მხრიდან ავიაგამანადგურებლების საჭიროებაზეც დაიწყება საუბარი.

„დღეს მივედით იქამდე, რომ უკრაინას სჭირდება უკვე დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება ანუ მას სჭირდება კონტრშეტევითი შესაძლებლობები, კონტრშეტევითი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანტექნიკა. თუმცა მას სჭირდება ჰაერიდან დაცვა. ამდენად მალე დაიწყება საუბარი ახლო მხარდაჭერის საჰაერო საშუალებებზე, ავიაგამადგურებლებზე, რომლებიც, ალბათ, გამოჩნდება უკრაინის ცაზეც“,- განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება, ფრონტზე ამჟამად არსებულ თანაფარდობას ტანკების მხრივ, გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაახლოებით, 2:1-თან შეფარდებაა რუსების სასარგებლოდ ტანკების რაოდენობით, მაგრამ ზოგადად 12 000 ტანკი ჰყავს რუსეთს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა