ვიქტორ ორბანი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხულია

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, - ამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას, ეს გამორიცხულია”, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ი, მაგრამ უნგრეთი, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური და Rosatom-თან ერთად მის გაფართოებასაც გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო