„ჯეოქეისმა“ მესამე წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

2022 წელს „ჯეოქეისის” ხელმძღვანელებმა და მკვლევრებმა სხვადასხვა ტიპის პუბლიკაცია გამოაქვეყნეს (სტატია, ინტერვიუ, ა.შ.) როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის თაობაზე, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური და ჯანდაცვის თემებზე, გლობალური, რეგიონალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, - ინფორმაციას ამის შესახებ „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რეგიონალური საფრთხეების, გლობალური გამოწვევების საკითხებზე არაერთი კომენტარი გააკეთეს როგორც ქართული, ისე უცხოური მედიასაშუალებების მეშვეობით.

„ჯეოქეისი“ რეგულარულად მართავს დისკუსიებს საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო სისტემაში ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. „ჯეოქეისის“ წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივ განხილვებში, მათ შორის კონფერენციებში. გარდა ამისა, ისინი ქვეყნისათვის აქტუალურ თემებზე შეხვედრებს რეგიონებში მართავენ და საზოგადოების მედეგობის განმტკიცებას ხელს უწყობენ.

ასევე, "ჯეოქეისმა" სატრენინგო პროექტი - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ - განახორციელა. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები - „ჯეოქეისის ალუმნები“ ჩართულები არიან ორგანიზაციის ღონისძიებებში და აქვეყნებენ სტატიებს აქტუალურ თემებზე.

ამასთანავე, „ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებების მიხედვით (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა). ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.

გთხოვთ, იხილოთ „ჯეოქეისის“ მესამე წლიური ანგარიში“, - აღნიშნულია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო