უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

ავსტრალიაში უკრაინის ელჩი ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. უკრაინელმა დიპლომატმა ჯოკოვიჩს მას შემდეგ მიმართა, რაც გავრცელდა ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ჩოგბურთელის მამა პოზირებს გულშემატკივრებთან, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში.

CNN-თან საუბრისას, უკრაინის ელჩმა ვასილ მიროშნიჩენკომ ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს თავად ნოვაკ ჯოკოვიჩზე, რომელიც ნახევარფინალისთვის ემზადება.

„ვფიქრობ, მისთვის სპეკულაციების გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანია, გააკეთოს ძალიან ძლიერი განცხადება იმის შესახებ, თუ სად დგას იგი ამ ომში, და მინდა ვიხილო ბოდიშის მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისგან,“ - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ იცოდეს თავად ნოვაკ ჯოკოვიჩის პოზიცია.

„რა თქმა უნდა, ვაჟი მამის ცოდვებზე პასუხს ვერ აგებს, მაგრამ შესაძლოა, მასაც იგივე აზრი ჰქონდეს, რაც მამამისს. ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას იგი“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მომხდარს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზაც გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ ავსტრალიის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერები გააკრიტიკა.

„ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ რაიმე მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ, რომელიც დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინელ ხალხზე“, - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას