გოგიტა თოდრაძე მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ქ. სანტიაგოში (ჩილეს რესპუბლიკა) გამართულ მიგრაციის სტატისტიკის მესამე საერთაშორისო ფორუმში (IFMS 2023) მონაწილეობს. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმი 23 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლის ტარდება და მასში მონაწილეობენ 50-მდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ფორუმის მიზანია მიგრაციის სტატისტიკის სფეროში მოღვაწე მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით, მიგრაციის მონაცემთა შეგროვების, მეთოდოლოგიის, ანალიზის გაუმჯობესების და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

ფორუმზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი სესიისას გამართულ პანელურ დისკუსიაში და დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა. მოხსენებისას გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა საქართველოში მიგრაციის სტატისტიკის წარმოების, არსებული გამოწვევებისა და ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების შესახებ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია პარალელური სამუშაო შეხვედრები და სესიები, რომლებიც მიგრაციის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერებას, მონაცემთა მწარმოებლებისა და მომხმარებლებს შორის დიალოგის გაღრმავებასა და სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა გამოცდილების გაზიარებას ეხება“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“