გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ ომშია - ხაბეიშვილის ან მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიას განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება

„ნაციონალური მოძრაობა“ წაგებულ ომშია შესული - ვერც ხაბეიშვილის და ვერ მელიას გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნების შემდეგ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის” ყველა ფლანგის ლიდერი აღიარებს, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ძალა წაგებულ ომშია შესული. წაგებული ომი ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად დაშლილია - რამდენ მიმართულებად დაიშლება, ვინ გაიმარჯვებს და შემდეგ ეს გამარჯვებული რას გააკეთებს, ან დამარცხებული კანდიდატი ცალკე პარტიას შექმნის თუ არა, ეს დეტალები შინაარსობრივად დიდი ინტერესის მქონე არაა. მოხდება ის, რასაც ვამბობდით - ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დომინანტი პარტია, რომელიც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ნორმალურ წამოწყებას შთანთქავდა, აღარ იქნება. ამის დასაწყისი იქნება 28-30 იანვარი. ვინც არ უნდა მოიგოს, ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” მინიმუმ რამდენიმე ნაწილად გაყოფა, რაც ოპოზიციისთვის კარგია. თუ ხაბეიშვილი მოიგებს, ყველამ იცის, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგას, ეს ორი ადამიანი კი ძალიან ბევრისთვის, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვისაც, მიუღებელია. თუ მელია გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ როგორც თავადვე აღიარებენ ხაბეიშვილის მომხრეები, ეს არ არის მიშას პარტია, რომელიც იყო თავის დროზე და დიდი განხეთქილება მოხდება. დანარჩენ კანდიდატებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, დიდი შანსი არ აქვთ. ვერც ხაბეიშვილის და ვერც მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარების შესაძლებლობა ვერ იქნება. უბრალოდ, ბრძოლა მიდის იმაზე, ვინ გამოიყენებს 5 ნომერს”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო