ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობა“ იმართებოდა მიშას ქვეშ, ცენტრალიზებულად - მიშა იყო ფაშა და ვინც ახლა იბრძვის უნდა პარტიაში მასაც იგივე ფუნქცია ჰქონდეს, ანუ  ფაშა იყოს

„ნაციონალური მოძრაობა“ იმართებოდა მიშას ქვეშ, ცენტრალიზებულად - მიშა იყო ფაშა და ვინც ახლა იბრძვის უნდა პარტიაში იგივე ფუნქცია ჰქონდეს და ამ პარტიის ერთპიროვნული განმკარგველი იყოს, ანუ ფაშა,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ჰერმან საბომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, თუ რა მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ნათელია, რომ ისინი არჩევნების შემდეგ ერთად ყოფნას ვეღარ შეძლებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სამი ძალაა - ხაბეიშვილი, მელია და ე.წ. შუაშისტები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილია მიხეილ სააკაშვილი და არ ცდილობენ დამოუკიდებელ თამაშს. მგონი, მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება, ერთი ძალა მაინც ვერ მოახერხებს თანამშრომლობას დანარჩენ ორთან და სავარაუდოდ, პარტია გაიყოფა. ახლა მიმდინარეობს იმის გარკვევა, პარტიის ადმინისტრაციული რესურსი, ფული და სახელი ვის მხარეს დარჩება. ის, რომ ისინი არჩევნების შემდეგ ერთად ყოფნას ვერ შეძლებენ, ეს დღესავით ნათელია, იქიდან გამომდინარე, თუ რა მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს. ახლა ძალთა გადანაწილება ისეთი არ არის, როგორც ათი წლის წინ იყო. ახალ კოალიციებს და ისეთი ადამიანების თანამშრომლობას ვხედავთ, რომლებიც ერთმანეთს კარგად არ მოიხსენიებდნენ. 2012 წელს არ იყო არც მელია და ხაბეიშვილიც რიგითი მოთამაშე იყო. რასაც ახლა ვხედავთ, იმის პირდაპირი ანარეკლია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმართებოდა მიშას ქვეშ ცენტრალიზებულად და როცა ეს საყრდენი გამოეცალათ, გამოჩნდა, შიგნით რამდენად ღირებულებითი სიცარიელეა და ვხედავთ ბრძოლას ძალაუფლებისთვის ფორმალური ბერკეტებისთვის, როგორიც არის - საბჭოს თავმჯდომარეობა, აღმასრულებელი მდივნობა და ფულზე კონტროლი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ეს პარტია არ არის დაფუძნებული ღირებულებებზე და დაფუძნებულია ერთ ადამიანზე. როცა ის ადამიანი ქრება, ყველა ცდილობს, ახალი ფაშა გახდეს. მიშა იყო ფაშა. ფაშა რა, პარტიის ერთპიროვნული ლიდერი. შეგვიძლია, ამას ფაშაც დავუძახოთ, მეფეც და პარტიის ერთპიროვნული ლიდერიც. ვინც იბრძვის, მათ დამფინანსებლებს უნდათ, პარტიაში იგივე ფუნქცია ჰქონდეთ, რაც მიშას ჰქონდა და ამ პარტიის ერთპიროვნული განმკარგველი იყოს, ანუ ფაშა”,- განაცხადა ჰერმან საბომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო