გია ვოლსკი - სამომავლოდ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების ნიშა, თავისუფალი იქნება, ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით

სამომავლოდ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა, თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს "ტრიუმვირატი", რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს და რევოლუციურ შტაბად გარდაიქმნება.

„მომავალში „ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ნაკლებად შეინარჩუნებს, ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება რევოლუციური სცენარი განავითაროს საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხასიათის მქონე პოლიტიკური გაერთიანების ნიშა თავისუფალი იქნება და ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჩამოყალიბდა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით, ისინი შეეცდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ჰქონდეს მათ გაერთიანებას, „ნაცმოძრაობას“ კი გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს რევოლუციური შტაბი და არა პოლიტიკური ორგანიზაცია.როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სიტყვა „ნაციონალური“ და „ეროვნული“ არის აბსოლუტურად არარელევანტური ამ პოლიტიკური თუ რევოლუციური ჯგუფების დასახასიათებლად“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში