კატეგორიულად ვგმობთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ მოღალატურ ტერაქტს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„როგორც ქვეყანას, სადაც მდებარეობს საელჩო, ირანულ მხარეს უნდა შეესრულებინა ვალდებულება,რომ უზრუნველყო საელჩოს დაცვა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, რომელსაც ითვალისწინებს ვენეციის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ”, - აცხადებენ უწყებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ირანულ მხარესთან ისინი მუდმივად აყენებდნენ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს.
„სამწუხაროდ, ბოლო სისხლიანი ტერაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა სერიოზულ შედეგებს იწვევს ამ მიმართულებით ჩვენი მოწოდებებისადმი სათანადო გულისხმიერების არ გამოჩენა. კატეგორიულად მოვითხოვთ ირანისგან, რაც შეიძლება მალე გამოავლინოს და დასაჯოს აღნიშნულ ტერაქტში მონაწილე დამნაშავეები, ასევე ამ სისხლიანი ქმედების დამკვეთები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანული მხარე გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი დასჯა.
„ტერაქტის შედეგად წარმოქმნილი ვითარების ფონზე საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის იგეგმება შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.