გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია, სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს სპეკულაციებისთვის ნაკლები სივრცე რჩებათ

რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია, სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

რაც შეეხება მედიაგარემოს მიმართულებით რეზოლუციაში გამოთქმულ კრიტიკას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ მედია არ არის ის ადგილი, სადაც თავი შეიძლება პასუხისმგებლობას აარიდოს და „მედია კრიტიკულია თუ არა, მისმა მფლობელმა და დამფინანსებელმა სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს“.

პოლარიზაციასთან დაკავშირებით კი, ვოლსკი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს იმას, რომ პროგრესი არის თვალშისაცემი, შესამჩნევი და მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას ამ მიმართულებით და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას გამოკვეთს იმისათვის, რომ მეტი იყოს მიღწეული, უფრო აქტიური მუშაობა იყოს. რეზოლუციაში ჩვეულებრივი, დაბალანსებული ტექსტია სწორი ორიენტირებით და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები სივრცე რჩებათ სპეკულაციებისთვის, თუმცა ჩვენი პოლიტიკური დღევანდელობა ვერ იქნება სპეკულაციების გარეშე. რეზოლუცია სწორად ორიენტირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება დეტალებს, ვინ როგორ მუშაობს, იმაზე საუბარს, რომ სახალხო დამცველის არჩევა საგანგებოდ, სპეციალურად გარკვეული სტრატეგიული მიზნით ჩაიშალა, რასაკვირველია, ამ თემებზე კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან.

რაც შეეხება პოლარიზაციას, შემიძლია დავადასტურო, რომ პირადად მე და საზოგადოების დიდი ნაწილი შეშფოთებულია პოლარიზაციით. ეს მოცემულობა რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა გარკვეული მიზნებით. ეს პოლიტიკური მიზნები დამალული არ არის, პირდაპირ აცხადებენ, თუ რა არის მათი პოლიტიკური მიზანი - დესტაბილიზაცია და ფიზიკური დაპირისპირება, რომელმაც ხელისუფლება უნდა შეცვალოს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, პოლარიზაციას ხომ არ აღრმავებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც, ვოლსკი პასუხობს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ არ დაუკავებია და სააკაშვილის პატიმრობის თემით ოპოზიცია სპეკულირებს.

„რასაკვირველია, სააკაშვილის პატიმრობის თემა პოლარიზაციის მიზეზია, მაგრამ მისი ფაქტორის გამოყენება სურთ მის პოლიტიკურ მოკავშირეებს და მისი საქმით სპეკულირება ხდება. მიშა სააკაშვილი "ქართულ ოცნებას" არ დაუკავებია. ის დაკავებულია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა. რისთვისაც გასამართლებულია, იმ დანაშაულთა რაოდენობა მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც რეალურად მისი სადისტური მმართველობის პერიოდში ხდებოდა. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის თემას, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია. აქ დავა შეიძლება გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას. თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება სამმა ადამიანმა 12 - ის წინააღმდეგ გადაწყვიტოს საკითხები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას