მეგობრებო, რაც არ უნდა დაგემართოთ, ხელისუფლება რომ დაკარგოთ, გული არავის დაწყდება. ერთადერთი კაცი, რომელსაც გული დაწყდება ლავროვი იქნება. იმ ლავროვსაც ჩემი აზრით, ერთ წელიწადში დედა ეტირება, - ასე მიმართა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის საკრებულოს წევრებს.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საჯაროდ გვაქებს, რუსეთია.
„ევროპარლამენტარები გკიცხავენ, აღარ უნდათ თქვენთან მეგობრობა, აღარ მოსწონხართ, მაგრამ არა უშავს, ლავროვი გაქებთ. იცით, მივეჩვიეთ უკრაინისგან, რომ არ თვლიან, რომ მათი დახმარება გვინდა. სამაგიეროდ, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საჯაროდ გვაქებს, რუსეთია და ლავროვი. მეგობრებო, რაც არ უნდა დაგემართოთ, ხელისუფლება, რომ დაკარგოთ, გული არავის დაწყდება. ერთადერთი კაცი, რომელსაც გული დაწყდება ლავროვი იქნება, იმ ლავროვსაც ჩემი აზრით, ერთ წელიწადში დედა ეტირება. ძალიან ცუდ ხალხზე დადეთ ფსონი", - აღნიშნა კობერიძემ.