ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12- პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, გეგმა - „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება.

„პირველი ნაბიჯი, რასაც გადავდგამთ იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა და ასევე შეიქმნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი.

2. რაც პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება, იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია. ამ თანამდებობაზე მინდა კვლავ შემოგთავაზოთ პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა.

3. განახლდება და გაძლიერდება თბილისის საქალაქო ორგანიზაცია. ეს მოხდება პირველსავე 100 დღეში.

4. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაცია განახლდება და ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც.

5. რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვა იქნება ჩვენი მიზანი და ძლიერი რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება.

6. ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესის ჩამოყალიბებაა მიზანი და და ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს მუდმივმოქმედი, აქ კარი იქნება ღია ოპოზიციური პარტიებისთვის, ვისაც სურს ჩაერთოს რეგიონს განვითარებაში.

7. მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საბჭო იყოს მოქნილი.

8. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია.

9. ვუზრუნველვყოფთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ემიგრანტების აღრიცხვას. ამ ადამიანებს პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი და საპარლამენტო სიის შედგენის დროს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმოდგენილი იყვნენ საპარლამენტო სიაში.

10. ჩამოყალიბდება სათათბირო. მოწვეული იქნებიან სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობითაც პარტია შეიმუშავებს საპროგრამო დოკუმენტებს.

11. გამჭვირვალე გახდება ბიუჯეტი და ბიუჯეტის განკარგვა იქნება პროექტულად.12. ენმ-ს ყრილობა მოწვეული იქნება პირველ 100 დღეში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „არავინ აპირებს დაყოფას და ვინმეს გაგდებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე დარჩა, სულ რაღაც, ორი დღე. არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე და ეს საქმე არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება. შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო