სანდრო რაქვიაშვილი ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე - მშვენიერი რეზოლუციაა, მის მოწოდებებსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ალბათ, იზიარებს, თუმცა არ მგონია, ისინი შესრულდეს

მშვენიერი რეზოლუციაა, მის მოწოდებებსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ალბათ, იზიარებს, თუმცა, არ მგონია, ისინი შესრულდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ და "ნაციონალურ მოძრაობას" პოლარიზაციის დასრულების პოლიტიკური ნება არ აქვს, ხოლო ევროკავშირის რეკომენდაციების პუნქტები კიდევ შეუსრულებლად გამოიყურება.

„მშვენიერი რეზოლუციაა და მის მოწოდებებს, ალბათ, მოსახლეობის დიდი ნაწილიც იზიარებს, კერძოდ იმას, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დაასრულოს პოლარიზაცია და უნდა შესრულდეს ის პუნქტები, რომელიც მოგვცემს კანდიდატის სტატუსს. თუმცა, მეორე საკითხია, რომ ასეთი მოწოდებები პირველად არ არის გაჟღერებული და არც ერთ წინა შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, პირიქით, პოლარიზაცია გაღრმავდა და დაპირისპირებაში გადადის. პუნქტები კიდევ შეუსრულებლად გამოიყურება. არ მგონია, ეს მოწოდებები შესრულდეს. როგორც მინიმუმ, ჩვენი მოქალაქეების არჩეულ პოლიტიკოსებს რუსეთის აგენტობა არ უნდა ვაბრალოთ, რადგან შეიძლება ვიღაც იყოს აგენტი და ვიღაც მოღალატე, მაგრამ მოღალატე და აგენტი ვერ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" 500 ათასი ამომრჩეველი და „ქართული ოცნების" მილიონი ამომრჩეველი. ცხადია, პოლარიზაციის დასრულების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ძალაუფლება მას აქვს, მაგრამ ჯერ არაფერი ეტყობა არც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობა“, რომ დაპირისპირების დასრულებას გეგმავენ”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში