ილჰამ ალიევი - სასტიკად ვგმობ ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას - დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორი მიუღებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და მომხდარის სწრაფ გამოძიებას მოითხოვს.

„სასტიკად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას. დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერორი მიუღებელია", - წერს ალიევი „ტვიტერზე“.

ის თავდასხმის დროდ დაღუპული საელჩოს დაცვის თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო