ვლადიმერ ბოჟაძე - ჩვენ არავის შესაქებად და არავის დასაძრახად არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება

2011 წელს ოცნებაშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებიდან გავისტუმრებდით, ჩვენ კი, შევძელით და ეს ოცნება ავუსრულეთ ქვეყანას. აი, ამიტომ დავირქვით „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პოლიტიკური უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ცოტნე კობერიძის ბრალდებებს უპასუხა. ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დაირქვა პარტიამ „ქართული ოცნება“.

„ჩვენი მიზანი, ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა და არც ერთ ხელისუფლებას ამ გზაზე იმდენი არ გაუკეთებია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა და ორგანიზაცია, პოლიტიკური შეფასება და გადაწყვეტილება, სადაც საქართველო არ ყოფილიყო მთელი მსოფლიოს გვერდით უკრაინის მხარეს. ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც თავად უკრაინული მხარე აღიარებს, რომ უპრეცედენტოა. აღარაფერს ვამბობ, სხვა იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც უკრაინის 300 ათასზე მეტ მოქალაქეს დღესაც მაქსიმალურად ეხმარება ჩვენი სახელმწიფო. 200 ათასზე მეტმა უკრაინელმა ამ ომის დროს გაიარა ჩვენი ქვეყანა და მათგან 30 ათასზე მეტი დღესაც ცხოვრობს, შრომობს და სწავლობს საქართველოში“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ყველაფერს მადლიერების გამო არ აკეთებს და ეს მისი ვალია.

„უკრაინელ ხალხს აქვს საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ არავის შესაქებად და არავის დასაძრახად არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება და 2023 წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება იყოს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ეს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო