ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„შეხვედრაზე, იმ გამოწვევებზე იმსჯელეს რომელთა წინაშეც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წევრი სახელმწიფოები დგანან. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების, GMP და GDP სტანდარტების დანერგვისა და წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები.

ღონისძიებაზე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებად წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ანაზღაურების სქემის დახვეწა, ასევე ახალი მედიკამენტების დანერგვისთვის საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება განისაზღვრა.

მოლდოვაში, თამარ გაბუნიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი თინა ტურძილაძე და ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო კვერნაძე იმყოფებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება