მალხაზ ურთქმელიძე ბრიტანელ ექსპერტს - რამდენად რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს კვლევებით მიღებული შედეგები, როგორც თავად ამბობს, დემენციური პაციენტისგან, რომელიც უკვე დაღლილი იყო

კოგნიტიური დარღვევები, რაც სააკაშვილს აქვს, არის მძიმე და ღრმა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების სასტარტო მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, ამიტომ ამ მძიმე დარღვევის პირობებშიც კი მისგან შესაძლებელია გარკვეული ადეკვატური მონაცემების მიღება, - ასე უპასუხა ბრიტანელმა ექსპერტმა და ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვას, რამდენად სარწმუნოა, მის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული ტესტირების პასუხები იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მასთან გასაუბრების მომენტისთვის სააკაშვილს უკვე ჰქონდა დემენცია და ამასთანავე, ტესტირების მიმდინარეობისას, ექსპერტის ჩანაწერების, თანახმად სააკაშვილი დაიღალა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგები სააკაშვილის მდგომარეობის შესაბამისი იყო და მძიმე დარღვევის პირობებშიც კი მისგან შესაძლებელია გარკვეული ადეკვატური მონაცემების მიღება.

სასამართლო პროცესზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხი განიხილება, ბრიტანელი ფსიქიატრის ტესტის რელევანტურობასთან დაკავშირებით, საკითხი პირველად სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მალხაზ ურთმქლიძემ წამოჭრა, რომელმაც იმის დასტურად, რომ ტესტირების დროს სააკაშვილი დაღლილი იყო, ჩანაწერი თავად ექსპერტის დასკვნიდან ამოიკითხა.

„პუნქტი 3/13 ასეთი სიტყვები მოჰყავთ, რომ შეფასების ამ ეტაპზე სააკაშვილს დაღლილობა უფრო შესამჩნევი გახდა, ის თვალებს ისრესს და ჭარბი ნერწყვიანობაც უფრო გამოეხატა. მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტმა მაინც გააგრძელა კვლევა, მათ შორის, ჩაუტარა ტესტირებები საკმაოდ დიდი რაოდენობით - რამდენად რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს კვლევებით მიღებული შედეგები, როგორც თავად ამბობს დემენციური პაციენტისგან, რომელიც უკვე დაღლილი იყო“, - განაცხადა ურთქმელიძემ.

სააკაშვილის ადვოკატებმა საპასუხოდ აღნიშნეს, რომ იმ დროს, როდესაც ექსპერტი სააკაშვილს ტესტირებას უტარებდა და მის დაღლილობაზე ჩანაწერი გააკეთა, სააკაშვილს დემენცია დადგენილი არ ჰქონდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო