გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ რუსეთი, უკრაინელი ბავშვებისთვის რუსული პასპორტების დარიგებითა და მათი შვილად აყვანით, საომარ ვითარებაში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.
„საომარ ვითარებაში ვერ განსაზღვრავთ ჰყავთ თუ არა ბავშვებს ოჯახი ან იმყოფებიან თუ არა ისინი მეურვეობის ქვეშ და ამიტომ, სანამ ეს არ გაირკვევა, თქვენ არ შეგიძლიათ მათთვის სხვა ეროვნების მინიჭება ან სხვა ოჯახზე მათი გაშვილება, ეს არის ის, რაც ხდება რუსეთში და არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა.
მისი თქმით, რუსეთში შეზღუდული წვდომის გამო არ შეუძლია სტატისტიკის მიწოდება, რადგან რთულია იმ ბავშვების რაოდენობის დადგენა, რომლებსაც რუსული პასპორტები მიეცათ ან შვილად აიყვანეს.
”ჩვენ მუდმივად ვეძებთ წვდომას და წვდომა საკმაოდ იშვიათი და შეზღუდულია” , - განაცხადა ფილიპო გრანდიმ.