ოთარ გრიგოლია - რამდენიმე მეტროსადგურში ჩასასვლელში ხდება საცობი, არასაკმარისი „ტურნიკეტია“ - შეიძლება სპეციალური ამაჩქარებლები დაყენდეს, მაგალითად, დახრილი ლიფტი, რომელიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს

მეტროში მგზავრთა ნაკადი ბოლო პერიოდში არსებითად არის გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა "ტურნიკეტები", იქიდან გამომდინარე, რომ გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვთ , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაგონების სისწრაფე და დინამიკა საკმარისია იმისთვის, რომ ნაკადი გაიყვანოს.

გრიგოლიას თქმით, რამდენიმე მეტროსადგურში ჩასასვლელში ხდება საცობი, რადგან არასაკმარისი ტურნიკეტია და მათი რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება.

საკრებულოს წევრის თქმით, შესაძლებელია სპეციალური ამაჩქარებლები დაყენდეს, რაც მგზავრთა ნაკადს ტერიტორიაზე უფრო სწრაფად გაატარებს, მაგალითად, დახრილი ლიფტი, რომელიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს.

"ჩვენ სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად დავიწყეთ იმ ძირითადი პრობლემების მოკვლევა, რომელიც მეტროში გვაქვს. აქამდეც იყო მოკვლევა გაკეთებული, თუმცა მგზავრთა ნაკადი ბოლო პერიოდში არსებითად არის გაზრდილი. რამდენიმე კვირის წინ მილიონი გადაყვანა დაფიქსირდა, რაც რეკორდია თბილისისთვის, მობილობა არის გაზრდილი. რაოდენობრივად მეტი ადამიანი კი არ დადის მეტროთი, ერთი ადამიანი უფრო მეტ მარშრუტს აკეთებს, შესაბამისად, დატვირთვა გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურნიკეტები, იქიდან გამომდინარე, რომ გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვს, ვაგონების სისწრაფე და დინამიკა საკმარისია იმისთვის, რომ ნაკადი გაიყვანოს. პრობლემა გვხვდება „სადგურის მოედანზე“, ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელში. რამდენიმე მეტროსადგურში კი ჩასასვლელში ხდება საცობი, იქიდან გამომდინარე, რომ არასაკმარისი ტურნიკეტია. ტურნიკეტების რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა, დიდი საინჟინრო გადაწყვეტილების გაკეთებისთვის ინვესტიციაა საჭირო. მიმდინარეობს მსჯელობა, რომელი გადაწყვეტა იქნება უფრო სწორი, შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული და სპეციალური ამაჩქარებლები დაყენდეს, რაც მგზავრთა ნაკადს ამ ტერიტორიაზე უფრო სწრაფად გაატარებს. მაგალითად, დახრილი ლიფტი, რომელიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს და ნაკადის პრობლემა მოიხსნება.

გვაქვს სპეციალისტებთან კომუნიკაცია, რათა სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუ შეუძლებელია დახრილი ლიფტების გაკეთება და არ გადაწყვეტს პრობლემას, სხვა საინჟინრო პროექტს მოვიფიქრებთ“,- განმარტავს გრიგოლია.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა